მე დავიცავ კიევს, იარაღით ხელში - როგორ ემზადება კლიჩკო პუტინის ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად

სულ ნახვები : 603
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კიევის მერი ვიტალი კლიჩო დასავლეთს სასწრაფო გაფრთხილებას უგზავნის და კონკრეტულ პუნტქებზე ევროპის პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს, ამასთან ის გერმანულ პოლიტიკურ მიდგომას აკრიტიკებს და ქვეყნის დამოკიდებულებას გაუგებარს უწოდებს.  „პუტინი მსოფლიო ძალაუფლებისკენ ისწრაფვის და დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან. ჩვენ მხოლოდ დასაწყისი ვართ!“ - განუცხადა კლიჩკომ BILD am SONNTAG-ს. ექსკლუზიური ინტერვიუ კიევის მერთან გერმანულმა გაზეთმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. 

გამოცემასთან საუბარში კლიჩკო დასავლეთს კონკრეტულ მესიჯებს უგზავნის და მოთხოვნებს აფიქსირებს. „უკრაინაში ყველაზე უარესისთვის მზად ვართ, მსოფლიო ახლავე უნდა დაგვეხმაროს!“ -ამბობს ის.

კიევის მერს  საერთაშორისო დახმარების იმედი აქვს და იმედოვნებს, რომ შედეგიც მალე იქნება. „თუ ოლაფ შოლცი და სხვა სახელმწიფოს მეთაურები ახლა ვლადიმერ პუტინს ესაუბრებიან, ერთი რამ უნდა აუხსნან მას: მთელი ჩვენი ქვეყანა თავს დაიცავს თავდასხმისგან და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“.

კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის  შემთხვევაში უკრაინას თავად დაიცავს, ის წინა ხაზებზე იქნება იარაღით ხელში.

მან ჟურნალისტთან  სიტყვასიტყვით თქვა: "მე დავიცავ კიევს, იარაღით ხელში".

საზღვარზე რუსული ჯარების მასობრივი მობილიზაციის ფონზე, კლიჩკო ამჟამად შესაძლო თავდასხმისთვის აქტიურ მომზადებას გადის:  ”მე მუდმივად ვვარჯიშობ, ვვარჯიშობ, როგორც ყოფილი ოფიცერი და ტერიტორიული თავდაცვის უფროსი”, - ამბობს ის.

„სასროლეთში დავდივარ,  თითქმის ნებისმიერი  სახის იარაღიიდან სროლა შემიძლია“-დასძინა კლიჩკომ გამოცემისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

‘’რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის იდეა საშინელია" - ამბობს კლიჩკო. ‘’ფიქრიც კი  საშინელია. მაგრამ არის კარგი გამონათქვამი: თუ გინდა მშვიდობა, მზად იყავი ომისთვის"-აღნიშნავს კიევის მერი.

ყოფილმა მოკრივემ  გერმანია,  სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა სპორტული კარიერის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ამჯერად გერმანული გაზეთის ფურცლებიდან გააკრიტიკა.

‘’ჩვენ გვესმის, რომ არც გერმანელები, არც ფრანგები და არც ამერიკელები არ დაგვიცავენ. ეს ჩვენი საქმეა, ეს ჩვენი ქვეყანაა“, - განაცხადა კლიჩკომ.

‘’თუმცა, ძნელი გასაგებია ამ კრიტიკულ მომენტში, რომ გერმანია არ აწვდის იარაღს უკრაინას ან ბლოკავს თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ნატოს სხვა ქვეყნების მიერ. ოფიციალურად მოვითხოვ ჩვენი პარტნიორებისგან, ნათლად განმარტონ, რომელ მხარეს არიან ისინი: უკრაინის, რომელიც თავს იცავს, თუ აგრესორის მხარეს“, - განაცხადა კლიჩკომ.

მისი აზრით, უკრაინის  მხარდასაჭერად  სიტყვები საკმარისი არ არის. „თუ ომი დაიწყება უკრაინაში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში, ეს გამოიწვევს მთელ ევროპას დესტაბილიზაციას“, - აფრთხილებს კიევის მერი დასავლეთს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა