კონფლიქტი „ოცნებაში“ - პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილი ხდება, კობახიძე მოსამართლის პოსტს ითხოვს

სულ ნახვები : 14,455
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ მორიგ ცვლილებებს გეგმავს.

CNews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ევროკავშირმა პირდაპირ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილისგან ყველაზე დესტრუქციული პერსონის - პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორება.

CNews-ს „ქართული ოცნების“ კულუარებში კარგად გათვითცნობიერებულმა წყარომ განუმარტა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა პარტიის ლიდერებს და ბიძინა ივანიშვილს შარლ მიშელის გზავნილი გადასცა: „ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს“.

აღნიშნული გზავნილი „ქართული ოცნების“ ფორმალური თავმჯდომარისა და მისი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რისი შედეგიც ჩაშლილი მეორე რაუნდია.

როგორც CNews-ს განუცხადეს, მეორე რაუნდით ევროკავშიორის მიერ გამოთქმული უკმაყოფილებისა და ევროპარლამენტარების ღია და მკვეთრი გზავნილის შემდეგ, ივანიშვილი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით ეკონტაქტა და პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოსთხოვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

CNews-სისთვის ცნობილი ხდება, რომ კობახიძე პოსტიდან გადადგომის შემთხვევაში ან საკონსტიტუციო, ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას ითხოვს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კობახიძის გუნდი პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისგან თავის შეკავებას და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გარკვევა-დალაგებას ურჩევს.  

ამ ცვლილებების პარლელურად, შესაძლოა, „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის პოსტიც გათავისუფლდეს და კახი კალაძემ როგორც პარტიული პოსტი, ასევე დედაქალაქის მერობაც დათმოს.

ამის მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

„კალაძეს ორივე პოსტის დატოვება ავადმყოფობის მოტივით შეუძლია“, - განუცხადეს CNews-ს.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 2021 წლის 16 იანვარს გახდა. მან ამ პოისტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, რომელაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა