ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა

სულ ნახვები : 15,439
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული ოცნების ყოფილმა იდეოლოგმა, ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა

როგორც CNews- სახელისუფლო წყარომ აცნობა, ლაშა ნაცვლიშვილი ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია.

„ლაშა ნაცვლიშვილი ბოლო დროს გავცელებული ვიდეოჩანაწერების მთავარი ეჭვმიტანილია.  ამის გამო მას რაღაც პერიოდი პასპორტიც კი ჩამოართვეს“, - განუცხადეს CNews-ს.

როგორც ირკვევა, მას შემდეგ რაც ნაცვლიშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, იგი მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით და ხელისუფლების აფეთქებით დაემუქრა.

ამის შემდეგ ნაცვლიშვილს ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს კონკრეტული პირობით - განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადაში მან ის თანხა უნდა დააბრუნოს, რომელიც მითვისებულად ჩაუთვალეს “, - განუცხადეს CNews-ს.

ოცნებაში“ უკვე დაიწყო მისი კადრების წმენდა.

ამ ეტაპზე გაურკვეველია პოსტ ტვ ის ბედიც, რომლის დამფუძნებელი ნაცვლიშვილი იყო. როგორც ირკვევა, ტელევიზიის შენარჩუნებაზე კონსულტაციებს ხელისუფლებასთან ტელევიზიის მენეჯმენტთან დაახლოვებული პირები მართავენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები