პრემიერ-მინისტრის კოვიდით დაინფიცირების ამბავი ფეიკია - ვის და რას ემალებიან ღარიბაშვილი და ზურაბიშვილი?

სულ ნახვები : 17,076
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

6 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმიური ტესტირების დროს, კორონავირუსი დადასტურდა. მოგვიანებით, საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა და საზოგადოებას აცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი აცრა გაკეთებული აქვს, სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, თვითიზოლაციაში გადავიდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეებში ღარიბაშვილს არაერთი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის, მთავრობის წევრებთან, მთავრობის ადმინისტრაციის თანამრომლებსა და პირად დაცვასთანაც, ლოგიკური იქნებოდა, რომ მინისტრებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და დაცვის წევრებსაც სალომე ზურაბიშვილისთვის მიებაძაც და თვითიზოლაციაი გადასულიყვნენ. მაგრამ CNews-სთვის თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ ზემოხსნებული ადამიანებს თვითიზოლაციაში გადასვა აზრადაც არ მოსვლიათ. უფრო მეტიც, მთავრობის კანცელარიასა და მინისტრთა კაბინეტში, პრემიერის გარდა, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

ეს ინფორმაცია კანცელარიის სტარტეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმაც დაადასტურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, იგი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება. ასევე, გატარდა ყველა ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით. კითხვები დაისვა, რატომ არ აიცრა აქამდე პრემიერ-მინისტრი. მინდა განვმარტო, რომ ამ შემთხვევაში პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია და შესაბამისად ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.

.. მე გუშინ გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის!

ვის კლასტერია პრემიერი, ვინ გახდება მისი კლასტერი ან რატომ გადავიდა თვითიზოლაციაში მაინცდამაინც პრეზიდენტი, რომელიც აცრილია და მისი დაინფიცირების, უფრო სწორად, დაინფიცრების შემთხვევაში, გართულების რისკი, წესით, დაბალია?

CNews-ს წყარო „ქართული ოცნებიდან“ ეუბნება, რომ პრემიერის დაინფიცრება ჩვეუებრივი ფეიკია. ასევე, ფეიკია სალომე ზურაბიშვილის თვითიზოლაციაში გადასვლა.

როგორც წყარო ამბობს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება კორონას  ორკომპონენტიანი პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს.

პირველი - ზეგ, პარაკევს, 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილიდან 32 წელი სრულდება. ამ დღეს, ტრადიციულად, პოლიტიკური ელიტა, რიგითი მოქალაქები მსგავსად, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მიდის, ყვავილებით ამკობს და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს, რა დროსაც საბჭოთა არმიის „მერვე პოლკმა“ თავისუფლებისთვის მებრძოლი გოგო-ბიჭები ორლესული ბარებით აჩეხეს.

ამ ტრადიციას, რასაკვირველია, ვერც ირაკლი ღარიბაშვილი უღალატებდა და 9 აპრილის მემორიალთან მისვლა მოუწევდა. მაგრამ თვეზე მეტია, პარლამენტის წინ, ოპციას კარვების აქვს გაშლილი და ვადამდელ არჩევნებს, ასევე, პოლიტიური ნიშნით დაკავებული ოპოზიციონერების გათავისფლებას ითხოვს.

9 აპრილის მემორიალთან მისულ ღარიბაშვილს ოპოზიციის აქტივსტები, ადვილი მისახვედრია, ოვაციებით არ შეხვდებოდნე და, მინიმუმ, „პუტინის მონა“-ს დაუძახებდნენ.

CNews-ის წყაროს თქმით, პრემიერის კორონავირუსით დაინფიცირების ლეგენდაც სწორედ ამ უხერხულობის თავიდან აცილებას ემსახურება.

მეორე ფაქტორი შექმნილი პილიტიკური ვითარებიდან  პრემიერის დროებითი განრიდებაა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ დასავლეთი პასუხს სწორედ პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს. კვირის ბოლოს დაგეგმილი იყო ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსებისა დიპლომატების არაოფიციალური შეხვედრა პრემიერთან, რომელთაც პირადად ღარიბაშვილისთვის ბრიუსელისა და ვაშინგტონის ღია გზავნილები უნდა გადაეცათ. ღარიბაშვილს მათთან მოუწევდა განმარტებების გაკეთება მის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებებში დროის დახარჯვა არ ღირს. ამ და სხვა უხერხულობების თავიდან ასაცილებლად „ოცნებამ“ პრემიერის ფეიკდაიფიცირების ამბავი მოიგონა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი თვითიზოლაციაც, CNews-ის წყაროს თმით, ანალოგიურ კონტექტსში უნდა განვიხილოთ, ანუ კვირის ბოლოს, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ზურაბიშვილთანაც იყო  დაგეგმილი ევროპელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებშეხვედრა.

„ღარიბაშვილმა და ასევე, ზურაბიშვლმა თავი სწორედ ამ შეხვედრებს აარიდეს. კორონა კი იმის გადასარევი მიზეზია, რომ ევროპელებთან სალაპარაკოდ არ მივდნენ. სანამ ორკვირიანი კარანტირი ამოიწურება, „ოცნებაში“ ვარაუდობენ,  რამეს მოიფიქრებენ და უცხოელებს დაარწმუნებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეიძლება“, - განუცხადა CNews-ს სამთავრობო წყარო.

ამასთან, CNews-თვის ისიც ხდება ცნობილი, რომ პემიერის ფეიკდაინფიცირებაზე ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, არ არის გამორცხული ხელისუფლებამ მთავრობის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, ერთი-ორი მინისტრი ან თვითიზოლაციაში გადაიყვანოს, ან თქვას, რომ მათ კორონა დაუდასტურდათ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა „ოცნებას“, მინიმუმ, სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს. 

„ამ დროისთვის კოვიდი არ დადასტურებიათ არც პრემიერ ღარიბაშვილის და არც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოჯახის წევრებს. რას მოიგონებენ  ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ და რა ყალბ ცნობებს ააფრიალებენ ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განუცხადეს CNews-ს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა