„უცნობის“ ფარული ვაჭრობა „ოცნებასთან“ - მომღერლის გააქტიურების მიზანი „დაკარგული სამოთხის“ პოვნაა

სულ ნახვები : 9,218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ ვაგონი ისევ მიქრის, ოღონდ ამჯერად ამ „ვაგს“ ბოლო „სტანცია“ სატელევიზიო სიხშირე ან საადგილმამულო ბანკი კი არა, არამედ, თბილისის მერობაა.

CNews-სთვის ცნობილი ხდება, რომ „საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღის“ დაწესება სწორედ იმის წინაპირობაა, რომ შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, „უცნობი“ თბილისის მერობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

ამჯერად კი ეს მხოლოდ ავანტიურა იყო, რომელსაც საპატრიარქოს ერთმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი და რეალურად, დათვალიერება მოუწყო ხელისუფლებას. ამ მეთოდს თავად საპატრიარქოც ძალიან ხშირად იყენებს ხელისუფლებების დასაშანტაჟებლად.

„ეს ძმები გაჩეჩილაძეებისგან მორიგი პოლტიკური ავანტიურა იქნება,“ - ეუბნება CNews-ს კონფიდენციალური წყარო, რომელსაც მმამრთველ გუნდთან, ასევე, ძმებ გაჩეჩილაძეების გარემოცვასთან ზომაზე მეტად ახლო ურთიერთობა აქვს.

ზოგადად, დიდი და პატარა „გრეჩიხები“ პოლიტიკაში ფონს, წლებია, სწორედ ავანტიურით გადიან. ასე იყო იგივე 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ლევან გაჩეჩილაძემ, დავით გაყრელიძესთან ერთად, „მოქკავშირის“ ურავლესობა დატოვა და ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით „ახალი მემარჯვენეები“ შექმნა. ის დროც ყველას კარგად გვახსოვს, როცა ძმები მიხეილ სააკაშვილის მზეს ფიცულობდნენ. მერე კი, უფროსი „გრეჩიძა“ სააკაშვილს ემუქრებოდა - „მიშა, მოვდივარ!“.

ძმების პოლიტიკურ ბეგრაუნდში ყველაზე დრამატული 2008 წლის იანვრის მოვლენებია, როცა იპოდრომზე შეკრებილი ათი ათასობით ადამიანი შინ „უპარდონოდ“ გაუშვეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ეს დაშლა ძმებმა მიხეილ სააკაშვილთან შეათანხმეს, ანუ მაშინდელ პრეზიდენტს ხალხით სარფიანად ევაჭრნენ, თუმცა საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა „გრეჩიხა“ და მისი ცნობილი „უცნობი“ ძმა „გადააგდო“. ამის შესახებ თავად უცნობმა განაცხადა მიმდინარე წლის იანვარში.

ვიდექით დილემის წინაშე, რა უნდა გვექნა - უნდა წავსულიყავით საშინელ სისხლისღვრაზე და დაპირისპირებაზე, თუ არ უნდა წავსულიყავით და გადაგვეყლაპა მოპარული არჩევნები. ინაუგურაცია 23 იანვარს იყო და ერთადერთი ადამიანი ვიყავი მე ოპოზიციაში, რომელიც არ ვწყნარდებოდი. დანარჩენი ყველა ოპოზიციაში შეგუებული იყვნენ და საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. არ ვჩერდებოდი, არ ვჩერდებოდი და მომინახეს მეგობარი ჩემი, ვისაც დაარეკინეს ჩემთან და ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან... მთხოვდა, რა ვქნა, რა გავაკეთოო, ოღონდ ახლა შენ გაჩერდიო და მეტს აღარ ვიზამო, ასეთი არ ვიქნებიო. ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო, რა უნდა მინდოდეს-მეთქი არ გიჯერებ- მეთქი. მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი ბატონოო  მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო და კენია ხომ არა ვართ, სისხლისღვრა ავტეხოთო. ხომ იცი, რომ შეგვიძლიაო და არც არავინ გააშუქებს, ხვალ რა მოხდებაო. კარგი-მეთქი, მომეცი-მეთქი, სხვა რა გზა მქონდა?! - სისხლისღვრაზე მაინც გამორიცხული იყო, ის ხალხი  წაგვეყვანა... გადამაგდო მეორე დღესვე. ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო. სიხშირის მომცემი იყო  ის ჩემთვის? 20 მაისს სტადიონზე რომ შეიკრიბა ხალხი და პატრიარქმა გააკეთა განცხადება, რომ მაინც ყველა ვარიანტში არჩევნებს დაველოდოთ, ეს სწორი განცხადება აღმოჩნდა იმიტომ, რომ მაინც გამოჩნდა შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და სისხლის გარეშე მოხდა ყველაფრის შეცვლა. არ მინდოდა მე კიტოვანი-სიგუას სახელი დამრქმეოდა, არა ვარ რევოლუციონერი კაცი. ეს კაცი არ თმობდა ხელისუფლებას და ჩვენ არ გვქონდა იმდენი რესურსი, რაც ბიძინა ივანიშვილს, რომ შეგვეცვალა, განაცხადა გაჩეჩილაძემ რამდენიმე თვის წინ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

CNews-ის წყარო ამბობს, რომ „უცნობი“ ამჯერად „ოცნებას“ ევაჭრება.

„მარადსობის დღის“ დაწესება „უცნობს“ საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდება, ანუ უნდა, ლუზია შექმნას, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ქარიზმატული ლიდერია. ახლა მისი ნაბიჯი ის იქნება, რომ მთელი ზაფხული მსგავს აქიცებს გამართავს, შემოდგომაზე კი თავს თბილისის მერობის კანდიდატად გამოაცხაებს. პარალელურად, „ოცნებასთან“ ვაჭრობას დაიწყებს, ხომ ხედავ, უამრავი მომხრე მყავს და თქვენს კანდიტას იმის შანსიც კი არ ექნება, რომ მეორე ტურში გავიდეს. ამიტომ, ჩემს მოთხოვნებს თუ დააკმაყოფილებ, მერობიდან ჩემს კანდიდატურას მოვხსნი და მთელი ჩემი მხარდამჭერები ხმას „ოცნების“ კანდიდატს მისცემენო“, - ამბობს CNews-ის წყარო, რომელიც ვერ აკონკრეტებს, თუ რა მოთხოვნები ექნება „უცნობს“, თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტულ მოთხოვნებს აზრი არ აქვს. მთავარი ისაა, რომ კიდევ ერთხელ იკვეთება პოლიტიკური ვაჭრობის ნიშნები.

თუმცა, თუ ძმების მადას გავითვალისწინებთ და თუნდაც 2015 წლის ავანტიურას „დაკარგულ ედემზე“, ანუ ღვინოზე და აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიაზაციაზე, რისთვისაც საპარტნიორო ფონდმა თითქმის 9 მილიონი გასცა დღევანდელი კურსით და თითი-თითზე არავის დაუდევს, სულაც არ არის გასაკვირი, მომავალი ნაბიჯი „დაკარგული სამოთხის“ მოთხოვნა გახდეს. მთავარი აქ ხომ ის არის, რასაც კარგად ნაცნობი ძმები შეეხებიან, გაფუჭდეს და დაიკარგოს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა