ექსკლუზივი!!! მიხეილ სააკაშვილის რვაწლიანი ბრალი - ვახტანგ ზუხბაიას ორი ჩვენება და ერთწუთიანი საუბარი

სულ ნახვები : 5,670
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს უფროსი. რეგისტრაციის ადგილი - აფხაზეთი, გალი. 

2000 წელს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი,მედალი მხედრული მამაცობისთვის ორჯერ, მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის, ღირსების ორდენი.

პირველ ჩვენებაში რომელიც მან გამოძიებას 2014 წლის ორ აპრილს მისცა,წერს რომ ერეკლე კოდუას დავალებით ,20 კაციანი სარეზერვო ჯგუფის ექვსი წევრი გადავიდა გია სირაძის დაქვემდებარებაში, "მათი მოქმედებებისათვის ყურადღება აღარ მიმიქცევია,მეორე დღეს მობილურ ტელეფონზე დამირეკა  და მამცნო ღონისძიების დასრულების შესახებ, ღონისძიების დასრულების შემდგომაც  არ გამომიკითხავს ვინმესთვის დეტალები,გამომდინარე იქედან რომ აღნიშნული ღონისძიება ტარდებოდა სხვა ჯგუფის დაქვემდებარებაში, ფაქტობრივად იყო არა ჩემს მიერ ჩატარებული ღონისძიება და დეტალები სრულიად უინტერესო იყო ჩემთვის.

იმავე საღამოს ჩემთვის მასმედიის საშუალებით ცნობილი გახდა რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელდა თავდასხმა, მოგვიანებით აღნიშნული დავაკავშირე ჩემი თანამშრომლების ანუ ზემოაღნიშნული ექვსკაციანი ჯგუფის მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან,თუმცა უამრავი საქმისა და სამსახურებრივად დაძაბული ვითარების გამო დამატებითი ინფორმაცია არ მომიძიებია.(ტომი 2,გვ 209-212)

ვახტანგ ზუხბაიას დამატებითი  დაკითხვის ოქმი 2014 წლის 30 ივლისით თარიღდება.ამ მომენტისათვის მან დამატებითი დეტალები "გაიხსენა"

2005 წლის ტერაქტის ფაქტის გახსნის შემდეგ სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თანამშრომლები სახელმწიფო კანცელარიაში მიუწვევიათ, ზუხბაიას არ ახსოვს,მასზე საშვი იყო თუ არა გამოწერილი,ახსოვს რომ კანცელარიაში  თანამშრომელმა ააცილა, ახსოვს გახარებული სააკაშვილი, რომელიც ამაყობდა გახსნილი ტერაქტით,ამის შემდეგ,ზუხბაიამ ვანო მერაბიშვილს თხოვა, რომ სურვილი ქონდა მას მიშასთან ფოტოს გადაღების.

"ი მერაბიშვილმა  მ.სააკაშვილს უტხრა რომ სურვილი მქონდა მასთან ფოტოს გადაღების,იქვე ფოტოგრაფი არ აღმოჩნდა, მობილური ტელეფონებიც დატოვებული გვქონდა პრეზიდენტის დაცვასთან, და ფოტოს გადაღება ვერ შევძელით, მიხეილ სააკაშვილმა კვლავ შემაქო, ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის, რა დროსაც ი მერაბიშვილმა მას ჩემზე სიამაყით უთხრა რომ ვახას მაგარი ბიჭები ყავს,მათ შეასრულეს ვალერი გელაშვილის ამბავიცო, აღნიშნულზე მ.სააკაშვილმა კიდევ გამოხატა კმაყოფილება და აღნიშნა რომ ვალერი გელაშვილის საქმე მაღალპროფესიონალურ დონეზე და როგორც სჭირდებოდათ ზუსტად ისე იყო შესრულებული, აღნიშნული საუბარი გრძელდებოდა ერთ წუთამდე, რომელსაც ვესწრებოდი მე, მერაბიშვილი და სააკაშვილი, სხვა ყველა ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ჩვენი საუბრის შინაარსს ვერ გაიგებდნენ, ვინაიდან ოდნავ მოშორებით ,რამოდენიმე  მეტრში იდგნენ.

აღნიშნული ჩვენი შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა, ამ შეხვედრაზე ჩვენი დაჯილდოება, რაიმე ფორმით არ მომხდარა, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული კმაყოფილება ვალერი გელაშვილის თემასთან დაკავშირებით შეეხებოდა 2005 წლის 14 ივლისს ვ.გელაშვილზე განხორციელებულ თავდასმას, რომელშიც გამოყენებული ყოფილა ჩემი თანამშრომლების ჯგუფი, რომლებიც აღნიშნულის განხორციელების დროს ექვემდებარებოდნენ სოდის  ოპერატიულ სამსახურს და მე მათ კომპეტენციაში არ ვერეოდი,ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ,თავდასხმის მოთხოვნა მოდიოდა თავად მიხეილ სააკაშვილისაგან და იყო მისი სურვილი"( ციტატის დასასრული)

ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში ეს არის ჩვენება რომელშიც მიხეილ სააკაშვილია ნახსენები. ერთწუთიან საუბარს კი სხვა მოწმე არ ჰყავს,

ჩვენების მიცემის მერე ვახტან ზუხბაია დააწინაურეს და გდდ -ს მილსადენების სამმართველოს უფროსია cnews-ის წყაროს ინფორმაციით, ვახტანგ ეზუხბაია სუსის ყოფილი უფროსის მალხაზ ჩიქვილაძის ქვისლია.

ჩიკვილაძე ახლა თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. 

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები