NASA-ს 2040 წლისთვის მარსზე ასტრონავტების დაშვება სურს

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო (NASA) 2040 წლისთვის მარსის ზედაპირზე ასტრონავტების დაშვებას გეგმავს. ინფორმაციას  NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი, ავრცელებს.

„ჩვენი გეგმაა, რომ ადამიანებმა მარსზე 2040 წლისთვის  ფეხით გაიარონ’’-თქვა ნელსონმა.

მან აღნიშნა, რომ მარსზე კვლევა გრძელდება - პლანეტის ზედაპირიდან მონაცემებს აგროვებს როვერი Perseverance, ხოლო ორბიტაზე ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურებია მისი ზედაპირისა და ატმოსფეროს შესასწავლად მობილიზებული.  

როგორც ნელსონმა თქვა,  როვერების მნიშვნელობა "კვლევისთვის საჭირო მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია". 

მან  აღნიშნა, რომ ამჟამად მუშავდება გასაბერი სითბოს ფარი, რომელსაც შეუძლია შეანელოს კოსმოსური ხომალდი მარსის ატმოსფეროში შესვლისას და დაეხმაროს მას უსაფრთხოდ დაეშვას პლანეტის ზედაპირზე. ასევე, დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, NASA-ს სპეციალისტები მთვარეზე და მარსზე სიცოცხლის შენარჩუნების საკითხს აგვარებენ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა