სისხლიანი გარჩევა კეზერაშვილის ქოლცენტრის და საგზაო კომპანიის გამო - რა სკანდალური დეტალები მოიპოვა CNews-მა

სულ ნახვები : 13,911
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში მსხვერპლით დასრულდა. მოკლულია ორი და დაჭრილია ოთხი პირი. მომხდართან დაკავშირებით, მედიით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ დეტალები რომელიც CNews-მა ექსკლუზიურად გაარკვია, მომხდარს მეტნაკლები სიზუსტით ასახავს.

ქურდული გარჩევა .. ქოლცენტრების წილებსა და საგზაო კომპანია თბილისის გამო დაიწყო. ქოლცენტრების ბიზნესი საქართველოში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა შემოიტანა, ევროპოლის მიერ დაწყებული გამოძიება სწორედ მის კვალზე გავიდა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

წუხანდელ გარჩევაში ერთის მხრივ, მონაწილეობდა კრიმინალური ავტორიტეტი მარლენ(მანჩო) მეტონიძე, რომელიც კანონიერი ქურდის ტიტულს ელოდება და ამ მიზნით სულ ცოტა ხნის უკან, ესპანეთში კანონიერ ქურდ ჭიასთან იმყოფებოდა.

მანჩოს ზურგს უმაგრებენ ხილიანელი ტყუპი ძმები დათა და გიორგი გელოვანები, მათი ნამდვილი გვარი ფოჩხუაა. ეს ჯგუფი მორგანის ყოფილ დირექტორს ნუგო გადილიას აკონტროლებს. ვინც არ იცის, მორგანი კეზერაშვილის კომპანიაა, რომელიც საქართველოში ფლობდა ქოლ ცენტრების ქსელს.

ნუგო გადილია სენაკელი მეგზევის, გადილიას შვილია, ძმები გელოვნების დახმარებით მათი კომპანია თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაშიც მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ქოლ ცენტრები დაიხურა, დღის წესრიგში საგზაო ტენდერების წილების განაწილება დადგა.

ქოლცენტრების ბიზნესში კეზერაშვილის კვალის დასაფარად, ვრცელდება ინფორმაცია რომ ეს ბიზნესი მთაწმინდელ ძმებ მიქაძეებს ეკუთვნის, არგუმენტად გარჩევაზე ოთო ბარკალაიას (როგორც სპარისმოწილის) ყოფნა სახელდება. სპარი ძმები მიქაძეების ბიზნესია, მაგრამ ბარკალაია მხოლოდ მოიჯარეა და არა მოწილე, რამდენიმე მაღაზია აქვს იჯარით აღებული. რაც შეეხება ქოლ ცენტრებს, ამ ბიზნესში ძმები მიქაძეები ნამდვილად ფიგურირებენ, არა მთაწმინდელები, არამედ დიდუბელები - დათუნა და ვასიკო მიქაძეები.

რაც შეეხება კაკი დავითულიანს, ის რაგბის კავშირის თავმჯდომარის, სოსო ტყემალაძის დეიდაშვილია, მათთან პირდაპირ კავშირშია დავით ბალანჩივაძე, მეტსახელად ბალანა, რომელიც რმჯ გოლდიდან გამოშვების მერე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ქოლ ცენტრების კასირი გახდა.

ბიზნესწილების გადანაწილება თითქმის დასრულებული იყო, როცა ერთ ერთმა მონაწილემ კაკი დავითულიანთან დარეკა საბოლოო პირობების შესათანხმებლად, მას პირობები არ მოეწონა და სროლაც იმიტომ ატყდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მანჩომ, მედპერსონალს მისი ხსენება კატეგორიულად აუკრძალა, იმიტომ რომ ბიზნესწრეებში კარგად იციან მისი კავშირები გადილიებთან და ტყის ძმებთან.

CNews-ის წყარო ამბობს, რომ უკრაინაში ომის გამო, საქართველოს მსგავსად, ქოლცენტრები იქაც დაიხურა, ამიტომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს კეზერაშვილს საქართველოში, საგზაო ტენდერებში დაბრუნება უნდა და მზადაა ხელისუფლებასთან გარიგებისთვის.

ჩვენი წყარო ამბობს, რომ კეზერაშვილი გარიგების პირობად, ენმ- პასიურობას და პოლიტიკური დღის წესრიგიდან, მიხეილ სააკაშვილის თემის მოხსნას ასახელებს. მან ამ პირობის შესრულება დაიწყო, მაგრამ წუხანდელი გარჩევის მერე მისი საქართველოს ბაზარზე დაბრუნება გამორიცხულია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები