ექსკლუზივი!!! სკანდალი - საქართველოდან ურალვაგონში მიკროჩიპები კონტრაბანდულად გავიდა?

სულ ნახვები : 31,832
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით,საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს რუსეთს,მის ტერიტორიაზე კონტრაბანდული საქონლის შეტანაში.განცხადების თანახმად,სანქცირებული საქონლის კონტრაბანდულ არხს ახლა აყალიბებენ და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან,სპეცსამსახურებს დავალებული აქვს რომ ამ საქმიანობას ხელი არ შეუშალოს.

უკრაინული დაზვერვის განცხადებას დღეს სუსი განცხადებით გამოეხმაურა და მსგავსი ფაქტის არსებობა კატეგორიულად უარყო.

ის რასაც უარყოფს საქართველოს მთავრობა,ექსკლუზიურად გაარკვია cnews-მა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში ასეულობით კომპანია და ინდ.მეწარმე დარეგისტრირდა.ამ კომპანიების მეშვეობით ხორციელდება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი.საქართველოს საბაჟოს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის"ასიკუდას" დანერგვა ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდა,შესაბამისად,ამერიკელები ყველა ტვირთის გადაადგილების შესახებ ფლობენ ინფორმაციას.

100 დასახელების შპს და 200-ზე მეტი ინდმეწარმე მცირე და საშუალო იმპორტს ახორციელებს საქართველოში,ფაქტიურად ყიდულობს ტვირთს და მცირე პარტიებად გააქვს რუსეთში ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.სადაც ტრაილერების გარდა,ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადაადგილდება.რუსები მასიურად ქირაობენ"კახოვკაზე" საწყობებს,ეძებენ საბაჟო სისტემის მცოდნე ბროკერებს,შენიღბვისთვის ტაქსისტებს ესაუბრებიან ინგლისურად.

ურალვაგონის სამხედრო ქარხანამ უკრაინა რუსეთის ომის დროს მუშაობა შეაჩერა,სათადარიგო ნაწილებისა და მიკროსქემების დეფიციტის გამო,რომლის მიწოდებაც სანქციების გამო შეწყდა.ასევე დიდი დეფიციტი აქვს ე.წ.პაჩებნიკების.

სწორედ მიკროსქემები შემოვიდა საქართველოში დუბაიდან  და გავიდა რუსეთში.

უფრო კონკრეტულად,გასულ პარასკევს და შაბათს დიდუბის სადგურიდან მგზავრებით დატვირთული ოთხი მიკროავტობუსი გავიდა,მგზავრების უმეტესობამ,ხელბარგით სწორედ მიკროსქემები გაიტანა ვლადიკავკაზში.ბარგი ავტონაწილებით იყო შენიღბული.ეს იყო საცდელი ე.წ.პრაგონი ვლადიკავკაზის მიმართულებით.

სქემამ წარმატებით იმუშავა.თბილისი მოსკოვის ავტობუსებით კი ძირითადად ჰიგიენური დანიშნულების საქონელი გააქვთ.

უკრაინის დაზვერვის  განცხადებაში ნახსენებია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა.პოლიტიკური თანამდებობა დღეს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჭირავს,რომელსაც მისი სიმამრის მეშვეობით,ღრმა რუსული კავშირები აქვს გრუსთან,.კონტრაბანდული ქსელის აწყობას სწორედ კახელების კლანი აპირებს და ძალოვან უწყებას კატეგორიულად აკრძალული აქვს მსგავს ფაქტებზე რეაგირება.

cnews-ის წყაროს ინფორმაციით,უკრაინული დაზვერვის ინფორმაცია  ამერიკული მხარის ცნობას ეყრდნობოდა.

სწორედ ამიტომ,დღის წესრიგში აქტიურად დადგა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალური სანქციების საკითხი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა