მორიგი გამარჯვება საქართველოს - ლაშა ოზბეთელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კიოკუში კარატეს მებრძოლებმა პოლონეთის ქალაქ ტარნოვში მოიყარეს თავი, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს დელეგაციამ ოთხი მედალი მოიპოვა.

საქართველოში დაბრუნებული ჩემპიონ ლაშა ოზბეთელაშვილი CNews-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:

_ სად გაიმართა შეჯიბრი და ვინ იღებდა მონაწილეობას საქართველოს სახელით?

_ შეჯიბრი პოლონეთში, ქალაქ ტარნოვში გაიმართა. ევროპის ჩემპიონატი იყო. ოთხი ბრძოლა მომიწია. პირველად ლიეტუველი კარატისტი დავამარცხე, შემდეგ - უნგრელი, პოლონელი. ფინალში კი, შვედ სპორტსმენს მოვუგე.

ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ნაკრები იღებდა. -65 კგ წონითი კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა ერთმანეთს დაუპირდაპირდნენ ანდრეი ზინჩენკო და მინდია მგელაძე, ხოლო ქალთა შორის 60 კილოში პირველი ადგილი თეონა გაზდელიანმა დაიკავა. მძიმე წონაში კი, ლაშა ყამარაულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მე 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვასპარეზობდი და პირველი ადგილი დავიკავე და ოქროს მედალი გადმომცეს.

_ როგორი იყო მოსამზადებელი პერიოდი?

_ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, საკმაოდ კარგად ვიყავით მომზადებულები. ვინაიდან, მოქმედი ჩემპიონი ვიყავი, წელსაც ტიტულის შენარჩუნება და კიდევ ერთხელ პირველი ადგილის დაკავება ძალიან სასიხარულო იყო.

_ რამდენად მაღალი იყო კონკურენცია?

_ კონკურენცია საკმაოდ დიდია აქედან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანას თავისი ნომერ პირველი და მეორე მოჩხუბარი ჰყავს წარმოდგენილი. საკმაოდ წარმომადგენლობით. ყველა ქვეყანას შესარჩევი ტურნირები აქვს და იქ საუკეთესოები ევროპის ჩემპიონატზე მიდიან.

რაც შეეხება ჩემ მოწინააღმდეგეებს საკმაოდ წარმომადგენლობითი ქვეყნებიდან იყვნენ, რომლებიც ანგარიშგასაწევი ძალა და კონკურენტუნარიანები არიან. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო საქართველოს ჰიმნის გაჟღერება და ძალიან საამაყო, როცა შენი შრომა ფასდება და შენ ქვეყანას წარმოადგენ ფართო ასპარეზზე.

გიორგი საკარული, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები