სკოლებში კონტროლი ძლიერდება - შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა

სულ ნახვები : 468
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. კოვიდის პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება. ამჯერად ტესტირება N133 სკოლაში ჩატარდა, სადაც 1600 მოსწავლის უსაფრთხოება ზედმიწევნით არის დაცული.

"N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცულები.

N133 სკოლაში ჩატარებული ოთხი ტესტირების შედეგად, ამ დრომდე ვირუსი არავის გამოვლენია. მიკრობიოლოგიური ლაბორატორია „ჰელსილაბის“ წარმომადგენლებმა მასწავლებლების, მანდატურების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ტესტირება ამჯერად მეხუთედ ჩაატარეს და როგორც სკოლის ადმინისტრაცია ვარაუდობს, სათანადოდ დაცული ჰიგიენური პირობების გამო, ვირუსი კვლავ არავის დაუდასტურდება", - განმარტავენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში სავალდებულო ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. ტესტირება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, COVID-19-ის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ახორციელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა