სკანდალი: ლევან გოგიჩაიშვილი კეზერაშვილის ანტიკორუფციულ ბიუროში დასაქმდა?

სულ ნახვები : 8,522
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დავით კეზერაშვილის ანტიკორუფციულ ბიუროში მატებაა, როგორც CNews-ს „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდო წყარომ აცნობა, კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილით უკმაყოფილოა, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობამ ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც კეზერაშვილი ელოდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მედიის დაფინანსების პარალელურად, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებდა, რადგან  ვარაუდობდა რომ კოალიციურ მთავრობაში, სერიოზულ „კუშს“ მოხსნიდა, მაგრამ „ოცნებამ“ ხელისუფლება არც მესამე ვადით დათმო და კეზერაშვილის პოლიტიკური პროექტიც ჩაიშალა,მან ვერც ბოიკოტის იდეის შენარჩუნება შეძლო, მის მიერ დაფინანსებული „გირჩიც“ ორად გაიყო. პარალელურად, თავდაცვის ყოფილ მინისტრს უზენაეს სასამართლოში თაროზე შემოდებული საქმე გაუხსენეს და ხუთწლიანი სასჯელიც გამოუტანეს, ის რომ ეს სამართალი კი არა, 2016 წლის გარიგების პირობების დარღვევის სასჯელია, ვინ ვინ და კეზერაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, სწორედ, ამიტომ გადაწყვიტა მან ანტიკორუფციული ბიუროს დაფინანსება, ლევან ხაბეიშვილის მეშვეობით, უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორება და გარიგების მორიგი რაუნდისთვის მომზადება.

პირველ პუნქტად ე.წ. ქოლცენტრების თემა შეირჩა:

ქოლცენტრების სქემა საქართველოში სწორედ კეზერაშვილმა შემოიტანა და „ოცნების“ ხელისუფლების მფარველობით წლების განმავლობაში საქმიანობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ,,ევროპოლის" გამოძიება კიევიდან მას საქართველოში გამოყვა, იძულებული გახდა ქოლცენტრები სომხეთსა და ტაშკენტში გადაეტანა, ლევან ხაბეიშვილის მეშვეობით კი, საკუთარი ქოლცენტრების კვალი საბოლოოდ დაეფარა და ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ პატრონაჟის ქვეშ გამოეცხადებინა, ხელისუფლებამ კეზერაშვილის ამ გეგმას, კონკრეტული საპასუხო ნაბიჯებით უპასუხა, რამდენიმე ათეულ ქოლცენტრში ფინანსური პოლიცია შევიდა, ოცზე მეტი პირი დააკავეს და მიუხედავად მფარველებისა, უკლებლივ ყველა ქოლცენტრი დახურეს, შესაბამისად, კეზერაშვილის გეგმა, რომ ხაბეიშვილის მიერ აწეულ „სკანდალს“ და მამაცაშვილის ხსენებას, მასთან კონკრეტული გარიგების შეთავაზება მოჰყვებოდა, ჩაიშალა, მეტიც, სწორედ ამ პროცესების პარალელურად, თავდაცვის სამინისტრომ მას სასამართლოში უჩივლა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, საქალაქო სასამართლომ ცხადია თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა, დავით კეზერაშვილს ალექსანდრე ნინუასთან ერთად 5 მილიონ 060  ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ „ქრონიკა +“-ის საგამოძიებო ბიურომ არა მხოლოდ ხაბეიშვილისა და კეზერაშვილის შეხვედრის დეტალები, არამედ მისი ქოლცენტრიდან ვიდეო კადრები და თანამშრომლის აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა, სადაც ამჯერად უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ანგარიშებიდან ფულის მოპარვაზე იყო საუბარი, მტკიცებულებებით ბრიტანელი სამართალდამცავები დაინტერესდნენ და გამოძიებაც დაიწყო. ამ წარუმატებელი სვლების პარალელურად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება და გაკონტროლება დაიწყო, სადაც სულ უფრო და უფრო მოუკლეს სააკაშვილის ხსენებას და მისი საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ნელ-ნელა მოიხსნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ისევ ანტიკორუფციული ბიუროს გაფართოების იმედზე დარჩა, და რაკი ეს ბიურო მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, ახალი წევრების შერჩევა ყოფილი მეოცნებეებიდან დაიწყო. ასეთ კანდიდატურად ლევან გოგიჩაიშვილი დასახელდა, რომელიც კარგა ხანია ბორტს მიღმაა დარჩენილი.

CNews-ის წყაროს ინფორმაციით, კეზერაშვილსა და გოგიჩაიშვილს შორის შუამავალი ლევან ხაბეიშვილი იყო, გოგიჩაიშვილი თანახმაა სოლიდური გასამრჯელოს პირობებში გარკვეული თემების გამხმოვანებელი იყოს. კეზერაშვილის სამიზნე ამჯერადაც უჩა მამაცაშვილია, გოგიჩაიშვილის პირველი დავალებაც მამაცაშვილს ეხებოდა, მან ივანიშვილის დეიდაშვილი უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას მიაბა და „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა რომ რუსეთში კონტრაბანდის სქემებს სწორედ მამაცაშვილი შეიძლება მფარველობდეს, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციაში არაფორმალური მმართველობა ნახსენები არაა, საუბარი იყო იმაზე რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ძალოვან უწყებას აკრძალული აქვს კონტრაბანდულ თემებზე რეაგირებაც კი. უჩა მამაცაშვილი სამ წელზე მეტია საქართველოში არ იმყოფება და ყველა ფინანსურ სქემას ჩამოშორებულია.

CNews-ი შეეცდება ლევან გოგიჩაიშვილს დაუკავშირდეს და გაარკვიოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი აფინანსებს, და რა კონკრეტულ მტკიცებულებებს ფლობს უჩა მამაცაშვილის კავშირებზე რუსულ კონტრაბანდასთან. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები