ლევან გოგიჩაიშვილი: „გადაებან ერთმანეთს კეზერაშვილი, მამაცაშვილი, ხაბეიშვილი, „ოცნება“ და ზემოდან სააკაშვილი, ივანიშვილი“

სულ ნახვები : 5,025
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews - ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მოლაპარაკებებს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან აწარმოებს. CNews ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა.

გოგიჩაიშვილი Cnews - ის კითხვებმა გააღიზიანა და კითხვებზე პასუხების ნაცვლად CNews სუსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

_ ბატონო ლევან, გქონდათ თუ არა დისტანციურ ფორმატში მოლაპარაკება დავით კეზერაშვილთან, იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუერთდებოდით „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ და ლევან ხაბეიშვილთან უნისონში იმუშავებდით კორუფციულ თემებზე?

_ საერთოდ ცხოვრებაში არ მინახავს კეზერაშვილი. იმედია, რომ ეს ხელისუფლება როდისმე მოახერხებს მის დაპატიმრებას. რა მაინტერესებს იცით, არ გრცხვენიათ, რომ „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებთ? რა CNews, ჩვეულებრივი სუს-ის სააგენტო ხართ. ერთმანეთზე უნდა გადააბა უჩა მამაცაშვილი და კეზერაშვილი, ეს ორი მექრთამე ადამიანი და ჩასვა ციხეში.

_ ე.ი არც განიხილავთ, რომ შეუერთდეთ „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ ?

_ თქვენ მოგზავნილი, პროვოკატორი ხართ?!

_ არა ბატონო ლევან, მე ჟურნალისტი ვარ...

_ თქვენ ხართ, ჩვეულებრივი, სუს-ის, უჩა მამაცაშვილის დაქირავებული პროვოკატორი. მოვა დრო და ამას დაგიმტკიცებთ. თქვენ ხელფასებს, სწორედ ამ კორუფციული ფონდებიდან გიხდიან, სადაც ირიცხება ეს შავი ბუღალტერიის ფული და თქვენ აკეთებთ ბინძურ დავალებებს.

_ მამაცაშვილთან დაკავშირებით, თქვენ განაცხადეთ, რომ კონტრაბანდულ საქმიანობაშია ჩართული, რას გულისხმობდით კონკრეტულად და რა მტკიცებულებები გაქვთ?

_ მამაცაშვილი არის ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით სახელისუფლებო შტოები კორუფციაში ამოსვარა. განსაკუთრებით კი, საბაჟო, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა. ეს არის ადამიანი, რომელიც კეზერაშვილის სქემებით ღაფავს ჩვენი ქვეყნის დოვლათს. მამაცაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ელოდება ზუსტად, იგივე ბედი, რა ბედიც ელოდება ამ ქვეყანაში კეზერაშვილს. მამაცაშვილი არის კეზერაშვილის საქმიანობის მემკვიდრე. მე არ მითქვამს, რომ უკრაინის დაზვერვის განცხადება და მამაცაშვილის საქმიანობა რამეში ემთხვევა. მამაცაშვილი დიდი ხანია ამ ქვეყანაში კურირებს სატრანზიტო პოლიტიკას. მას აქვს ჩაბარებული ეს საკითხი, რაც თავის დროზე კეზერაშვილს ჰქონდა და ეს ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. რაც შეეხება მტკიცებულებებს, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისიები და შესაბამისად, ამ ქვეყანაში რა ინფორმაციაც გააჩნიათ უწყებებს, ის ინფორმაცია გამოიტანონ და იმუშაოს ინსტიტუციებმა. ეს ყველაფერი კი თავისთავად ალაგდება. თუ ესენი არ გააკეთებენ, მოვა დრო და ამ ყველაფერს გამოვიძიებთ. ეს ქვეყანა ამ საქმიანობებს გამოიძიებს. თქვენ თუ გგონიათ რამე აგცდებათ ძალიან ცდებით. ზუსტად, იგივე სქემაში მოხვდებით თქვენ, როცა ამ ქვეყანაში ამ ყველაფრის ლუსტრაცია იქნება. შეიძლება, დღეს უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, მაგრამ თქვენც მოგიწევთ ამაზე საუბარი ვინ და როგორ გიკვეთავთ ამ სახის კითხვებს. გადაებან ერთმანეთს კეზერაშვილი, მამაცაშვილი, ხაბეიშვილი, „ქართული ოცნება“ და ზემოდან სააკაშვილი, ივანიშვილი.

ნენე ინჯგია, CNews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა