ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი უქმდება

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილები, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ ან, თავიანთი კუთვნილი ფულადი დახმარების მიღება სურთ, საქართველოს ხელისულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 5-დღიანი კარანტინის გვერდის ავლით შეეძლებათ შემოსვლა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ასევე, კორონავირუსის გავრცელების დღევანდელ მაჩვენებელზედაც ისაუბრეს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვებისა თუ რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. საკოორდინაციო საბჭო, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.

,,საკოორდინაციო საბჭო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, სწორად გამოიყენონ პირბადე და შეასრულონ ყველა ის რეგულაცია, რომელიც არის მიღებული. ქვეყანაში კონკრეტულ ეტაპზე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, საბჭო მიიღებს თანმიმდევრულ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე რაიმე საიხის დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება თუმცა, გამორიცხული არაფერია, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს სტატისტიკას“ - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრძემ.

შეგახსენებთ: საქართველოში ახალო კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ამასთან, 2021 წლის 7 აპრილს, გალის რაიონში მცხოვრები ოთხი მოქალაქე ენგურზე გადმოსვლიას მდინარეში დაიხრჩო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა