უკრაინელ ბავშვებთან მომუშავე მასწავლებლები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი UNICEF-თან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებს, მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ვებინარებს გაატარებს.

თემატური ვებინარები, რომლებსაც ცენტრისა და UNICEF-ის გამოცდილი სპეციალისტები და განათლების ექსპერტები გაუძღვებიან, დისტანციურ ფორმატში 19 აპრილიდან  5 მაისის ჩათვლით ჩატარდება. ონლაინ ლექციები, თემატიკის გათვალისწინებით, განკუთვნილია მათთვის, ვინც უკრაინელ მოსწავლეების სასწავლო პროცესშია ჩართული. 

ვებინარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ღასან ხალილთან და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ბერიკა შუკაკიძესთან ერთად გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დეტალები განიხილეს და სასწავლო პროცესში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების მხარდაჭერის მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები