რომის პაპმა რუსეთის პატრიარქთან შეხვედრა გააუქმა, რადგან ამან შეიძლება ბევრი დაბნეულობა გამოიწვიოს

სულ ნახვები : 255
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რომის პაპმა ფრანცისკემ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი დაგეგმილი შეხვედრა ივნისში რუსეთის მართლმადიდებელ პატრიარქ კირილთან გაუქმდა, რადგან ამან "შეიძლება ბევრი დაბნეულობა გამოიწვიოს". 

როგორც ცნობილია, რუსი პატრიარქი კირილი მხარს უჭერს პუტინის   ომს უკრაინაში.  გასულ თვეში ის ამტკიცებდა, რომ გეი აღლუმები იყო შეჭრის მიზეზი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირე კირილი არის მთავარი რელიგიური ფიგურა რუსეთში, სადაც რუსული მართლმადიდებლური რელიგია ქვეყნის იდენტობის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

არგენტინულ გაზეთ La Nacion-თან საუბრისას რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ მისი ურთიერთობა კირილთან "ძალიან კარგია". 

„ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია პატრიარქ კირილთან დაგეგმილი მეორე შეხვედრა იერუსალიმში გაეუქმებინა. მაგრამ ჩვენს დიპლომატიას აქვს გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამ პერიოდში შეხვედრამ შესაძლოა ბევრი დაბნეულობა გამოიწვიოს’’- განუცხადა პაპმა გამოცემას. 

ამასთან, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ცალსახად დასძინა: ”მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ომის შესაჩერებლად."

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა