ინდოეთის ორი უდიდესი ბიზნესი რუსეთს ტოვებს

სულ ნახვები : 250
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინდოეთის  ორი უმსხვილესი ბიზნესი რუსეთს ტოვებს,  მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ომის გამო მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი პოზიციისგან თავს იკავებს. 

Tata Steel-მა, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა ინდოეთში, განაცხადა, რომ „მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება რუსეთთან ბიზნესის შეწყვეტის შესახებ“.

კომპანიამ, რომელიც ასევე არის ევროპაში ფოლადის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, განაცხადა, რომ აქვს გეგმა, რათა უზრუნველყოს მისი ბიზნესის მინიმალური შეფერხება. 

Tata Steel არის Tata Group-ის ნაწილი, ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მრავალეროვნული კონგლომერატი. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე, ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტექნიკურმა კომპანია Infosys-მა განაცხადა, რომ მან დაიწყო თავისი ოპერაციების შეწყვეტა რუსეთში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა