„ნერვებმა უმტყუნა“ - ნიკა მელია ნოდარ მელაძეზე

სულ ნახვები : 1,021
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ ისე გავიპარეთ კიევში, რომ მედიასაშუალებებს არ ვუთხარით, მაპატიეთ მეგობრებო, ეს ასე არ არის, ყველაფერზე სიცხადე უნდა შევიტანოთ“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, გაუგებარია ის ბრალდებები, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მას უყენებენ.

„11 აპრილს იყო ჩვენი ავიაბილეთები ნაყიდი, ამის გადამოწმება ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია. არ ვიცი რატომ ჰგონია ვინმეს, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ჟურნალისტსაც კი, რომ მე, გიორგი მარგველაშვილს ვაკადრებდი, რომ გიორგი მოდი ახლა უცებ ჩავანაცვლოთ შალვა პაპუაშვილი, ან ვინმეს გონია რომ გიორგი მარგველაშვილი ან დელეგაციის სხვა წევრი აკადრებდა იმას, რომ მოდი რა ადრე ჩავიდეთ საზღვარზეო.

მესმის მედიის წარმომადგენლებისაც, მესმის ნოდარ მელაძისიც, იმიტომ რომ ეგოისტურად მას უნდა, რომ ყველაფერი მის საინფორმაცო გამოშვებაში იყოს, მაგრამ ნოდარ მელაძე კი არა, ჩემი პარტიის მეგობრებმა და წევრებმა არ იცოდნენ იქ რომ მივდიოდით, მაგრამ ნოდარ მელაძეს, როგორ შეიძლება ის დავუკარგო, რასაც ამ ქვეყნისთვის აკეთებს და გაუკეთებია, ახალგაზრდა ნიჭიერი ჟურნალისტია, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ თურმე ის ცდილობდა ჩვენი და ,,ქართული ოცნების“ შერიგებას, ერთობის დემონსტრირებას უკრაინაში და ჩვენ ჩავშალეთ ეს პროცესი, მაგრამ არაუშავს ნერვებმა უმტყუნა. დღის წესრიგს მე ვგეგმავ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის ფარგლებში და როდის ვის, რა ვუთხრა, ეს ჩემი გადასაწყვეტია“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის: ენმ-ს წარმომადგენლები და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უკრაინაში ისე ჩავიდნენ, რომ მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა