დეკანოზი ილია ჭიღლაძე: არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის

სულ ნახვები : 8,403
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის ყოველწლიურად დიდ შაბათს იერუსალიმში, ქრისტეს ყოფილ საფლავზე თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს, რაც განასახიერებს ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს და სიბნელეზე გამარჯვებას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს.

დეკანოზის თქმით, არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე არ საუბრობს ამ ფსევდო სასწაულზე.

,,არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის ყოველწლიურად დიდ შაბათს იერუსალიმში, ქრისტეს ყოფილ საფლავზე თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს, რაც განასახიერებს ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს და სიბნელეზე გამარჯვებას. ეს დაადასტურეს იერუსალიმის სინოდის წევრებმა, მათ შორის მიტროპოლიტმა კორნელიმ, რომელმაც პატრიარქ დიოდოროსის გარდაცვალების გამო მოსაყდრედ არჩეულმა თავად გამოიტანა წმინდა ცეცხლი პატრიარქის ნაცვლად 2001 წელს.

არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე არ საუბრობს ამ ფსევდო სასწაულზე. არცერთი საეკლესიო წმინდა წიგნი ამ ფაქტს არ ადასტურებს. კომენტარებში დავდებ სათანადო წყაროებს! საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება", - წერს ჭიღლაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები