„ყველაფერი არ უნდა იკადროთ! მედია სარკეა და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს!“ - ნოდარ მელაძე ნიკა მელიას პასუხობს

სულ ნახვები : 458
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” - ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და "ტვ პირველს" კიცხავს, ასე იწყებს ფეისბუქ-პოსტს ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და ნიკა მელიას სოციალური ქსელით პასუხობს. .  

"კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ! 

საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია. 

მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ. 

მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა -  ცუდია, თავისუფალი მედია - კარგი. 

მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.  

ჯამი ჭურჭელია, თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს,  უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს. 

თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ. 

ვალდებულებები ამძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს!", - წერს მელაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები