სკანდალი: რატომ დალეწა შალვა რამიშვილმა ინვენტარი საკუთარ კაბინეტში?!

სულ ნახვები : 64,498
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საინფორმაციო სააგენტო CNews-თვის, ტელეკომპანია ,,POS TV“ - ის დამფუძნებლის და გენერალური პროდიუსერის შალვა რამიშვილის კაბინეტში მომხდარის დეტალები ხდება ცნობილი. 

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას შემდგეს რაც სოციალურ ქსელში, შალვა რამიშვილის შვილის რუსულენოვანი მიმართვა გავრცელდა, რომლითაც ის პუტინის პოლიტიკას და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გმობდა, რამიშვილმა აღნიშნულის შემდგომ საკუთარ კაბინეტში ინვენტარი დალეწა. მისივე ინფორმაციით, ტელევიზიაში რამიშვილის კაბინეტისთვის ახალი ინვენტარი უკვე შეიძინეს. 

CNews - ს წყარო უყვება, რომ რამიშვილის გაღიზიანება ყველაზე მეტად, ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიერ აღნიშნული ვიდეო მიმართვის გაზიარებამ გამოიწვია. გარდა ამისა, რამიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ის და მისი ოჯახი პუტინმა აითვალწუნოს და მას გარკვეული სახის პრობლემები შეექმნას, ვინაიდან ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტისთვის რთული დასაჯერებელი იქნება, რომ ეს ბავშვმა მშობლებთან შეთანხმების გარეშე გააკეთა. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია ,,POS TV“ - ის დამფუძნებლის ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის ქვეყნის პოლიტიკის მიმართ, სიახლეს არ წარმოადგენს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სოცმედია ► Მეტის ნახვა