ქართველმა მოსწავლეებმა ორ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვეს გამარჯვება

სულ ნახვები : 416
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველმა მოსწავლეებმა ორ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვეს გამარჯვება - ავსტრიის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში აბსოლუტური პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო მათემატიკაში ევროპის გოგონათა რიგით მე-11 ოლიმპიადაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

ავსტრიის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ კონკურსში აბსოლუტური პირველი ადგილი დაიკავეს და საქართველოს ტურნირების ნაკრებების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ტურნირზე, რომელიც 1988 წლიდან იმართება, საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტური გამარჯვება 1993 წლის შემდეგ წელს პირველად მოიპოვა.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრების წარმომადგენლებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

რაც შეეხება მათემატიკაში ევროპის გოგონათა რიგით მე-11 ოლიმპიადას (EGMO), მასში საქართველოს მასშტაბით, მათემატიკის მიმართულებით საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე გოგონებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლისა და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა