საქართველოს მთავრობის გონიერი და რაციონალური მიდგომა - ФСБ-ს მოხსენება

სულ ნახვები : 2,650
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინაში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტისას ,კიევზე სარაკეტო შეტევა,პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელდა. პუტინი გაბრაზდა.მოსკოვში ვიზიტისას გაეროს გენერალურმა მდივანმა მას პირდაპირ უთხრა რომ აგრესიული ომი მოტივაციის გარეშე დაიწყო.გუტერიშმა მოლაპარაკებების დროს ბუჩაში ,მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობაც პირადად მას დააკისრა. ასეთი წყენების დავიწყება პუტინმა არ იცის,ამიტომაც გასცა  კიევზე სარაკეტო იერიშის ბრძანება.რომლის მიზანი იყო ერთის მხრივ გუტერიშის დაშინება,მეორეს მხრივ იმის ჩვენება,რომ გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტიც კი არ არის ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა. პუტინი ასევე უკმაყოფილოა მთელი რიგი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედებებით,მაგრამ ეს არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლებაზე. რუსეთის პრეზიდენტის აზრით,საქართველოს მთავრობამ რუსეთთან მიმართებაში გონიერი და რაციონალური მიდგომა გამოავლინა .ფსბ-ს ყოველკვირეულ მოხსენებაში რუსეთის პრეზიდენტს დაუდასტურეს ,რომ საქართველოს მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებლად დაეხმარება რუსეთს დასავლეთის სანქციებისა და ზეწოლების თავის არიდებაში. დახმარება მოვიდა იქედან,საიდანაც არ ველოდითო,-ამბობენ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში.

ინფორმაციას სკანდალური ტელეგრამ არხი Генерал "СВР" ავრცელებს

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა