აშშ-ს საელჩო საქართველოში: „ჟურნალისტები არიან ჩვენი თვალი და ყური, გვაჩვენებენ რა საკვანძო მომენტებს მოვლენებისა, რომელსაც გავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე“

სულ ნახვები : 35
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...


საქართველოში აშშ-ს საელჩო ქართველ ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი მტკივნეულად შეგვახსენებს, რომ ჟურნალისტები სიცოცხლის რისკის ფასად აწვდიან ინფორმაციას ადამიანებს მთელ მსოფლიოში. ისინი არიან ჩვენი თვალი და ყური, გვაჩვენებენ რა საკვანძო მომენტებს მოვლენებისა, რომელსაც გავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე. 

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს პატივს მივაგებთ მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანეს პროფესიას ემსახურებიან და ვიხსენებთ მათ, ვინც სიცოცხლე გაიღო ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი გლობალური საზოგადოებისთვის“ - წერია აშშ-ს საელჩოს მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები