ვალერი მელაძემ და ვერა ბრეჟნევამ თურქეთში რუსებისთვის სიმღერაზე უარი განაცხადეს

სულ ნახვები : 485
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში პლაკატი გაჩნდა, რომელიც  თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ვარსკვლავების კონცერტის შესახებ აცნობდა მკითხველს. არტისტებს შორის, რომლებიც კონცერტზე  უნდა გამოვიდნენ,  ძირითადად ისეთები არიან, რომლებიც  რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში ამ დრომდე დუმან: ანი ლორაკი, დიმა ბილანი, ელკა, არტურ ფიროჟკოვი, Artik & Asti და ა.შ.

სიაში ასევე იყვნენ  ვერა ბრეჟნევა და ვალერი მელაძე, რომლებსაც ახლა რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, ფაქტობრივად ‘’მიუღებელნი’’ არიან.

საკონცერტო პლაკატის გავრცელების  შემდეგ, რუსულ მედიაში დაიწყეს საუბარი, იმაზე,   რომ ვერა ბრეჟნევა და ვალერი მელაძე უკრაინას უჭერენ მხარს, პარალელურად კი  თურქეთში რუსებისთვის მღერიან.

ცოტა მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვერა ბრეჟნევასა და ვალერი მელაძის კონცერტები ორგანიზატორებმა გააუქმეს ხელოვანების  გარშემო სკანდალების გამო.

სხვადასხვა სახის სპეკულაციისა და ინფორმაციის შემდეგ,   სასტუმროს წარმომადგენელმა, სადაც არტისტები უნდა გამოსულიყვნენ, მედიას  აცნობა,  რომ ვერა ბრეჟნევამ და ვალერი მელაძემ თავად  თქვეს უარი კონცერტებზე. ‘’მათ განაცხადეს,  რომ უბრალოდ არ შეეძლოთ და ყველა კონცერტი უნდა გაეუქმებინათ’’ - განუმარტა სასტუმროს მენეჯერმა მეხუთე არხთან მიცემულ კომენტარში საზოგადოებას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები