გალკინი და პუგაჩოვა რუსეთში თავიან ვილას ყიდიან - ახალი დეტალები

სულ ნახვები : 210
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მაქსიმ გალკინს რუსეთში მოღალატეს ეძახიან, რადგან ის უკრაინას უჭერს მხარს და არ დუმს რუსების სისასტიკეზე.

რუსეთის ფედერაციაში იუმორისტის  კონცერტები უკვე აკრძალულია, სარეკლამო კონტრაქტები ეტაპობრივად უქმდება. ახლა კი ჟურნალისტი ალენა ჟიგალკინა, თავის წყაროებზე დაყრდნობით, YouTube არხზე იტყობინება, რომ გალკინისა და პუგაჩოვას ძვირადღირებული ვილა სოფელ გრიაზში იყიდება.

ჟურნალისტის თქმით, მდიდრული სასახლის ფასი ათი მილიონი დოლარიდან იწყება.

ვილა  ექვს სართულიანია.  აქვს საცურაო აუზი, კინოთეატრი, საზაფხულო თეატრი და ლამაზი ბაღი.

ჭორები ძვირადღირებული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა გალკინს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ახლა მაქსიმ გალკინი ალა პუგაჩოვასა და ბავშვებთან ერთად ისრაელში იმყოფება. მედიის ცნობით, ვარსკვლავური ოჯახი კესარიაში ცხოვრობს, სადაც ცნობილი ისრაელელი ადვოკატები და ტელევარსკვლავები ბინადრობენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები