ამოიღეთ ხმა! ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! - ლაშა ბუღაძე

სულ ნახვები : 862
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მწერალი ლაშა ბუღაძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მოძალადე ფსიქოპატისგან, ვინც ფიზიკურად მასზე სუსტს ჩაგრავს, ძალადობს და აგრესიას ვერ აკონტროლებს, არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა "მსახიობ-აკადემიკოსად" - მოძალადე მოძალადეა და სხვა ყველაფერი არააქტუალურია. ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! ვამაყობ ამ ადამიანის გაბედულებით. მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია... ამოიღეთ ხმა!", - წერს ბურაძე.

ცნობისთვის: 12 აპრილს, გადაცემაში „ფარულ კონვერტში“, 33 წლის მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გაიხსნება 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური მას ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. მსახიობი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მას მაშინაც სცემდა, როდესაც ის ორსულად იყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები