,,სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა'' - ,,ოცნების'' დეპუტატი მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

სულ ნახვები : 185
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ქართული ოცნების'' დეპუტატი ნინო წილოსანი მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. 

"სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების რეაქცია ჯერ ისევ არაერთგვაროვანია... ხშირად გვესმის მოძალადის გამამართლებელი სტერეოტიპული ფრაზები: "ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი არაფერია" ან "კაცს აბრალებენ". ქალის დადანაშაულებისა და განსჯის მანკიერი პრაქტიკა კვლავ რჩება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად...

ხშირად იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ძალადობის მსხვერპლ ქალს, ის ცდილობს მის გაჩუმებას და არ ერიდება მსხვერპლის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას.

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების ფონზე, განსაკუთრებით საშიშია ისეთი დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც ამართლებს და იცავს მოძალადეს.

ამ მოცემულობის პარალელურად მიხარია, რომ კანონმდებლობა გენდერულად მგრძნობიარეა და ვუზრუნველვყოფთ მსხვერპლის სამართლებრივ დაცვას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად, მძიმეა საზოგადოებრივი ტვირთი, რომელიც დამატებით სიმძიმედ ევლინებათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათ გაჩუმებისკენ უბიძგებს.

მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი, ასევე მასთან ერთად ყველა ის ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური სახის ძალადობა. სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა, ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი", - წერს წილოსანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები