ნინო წილოსანი ანი წითლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააქცია

სულ ნახვები : 15,037
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...


რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო წილოსანმა საუკუნის ფრაზა თქვა. მისი განცხადებით, ოკუპაციას თუ არ ჩავთლით, პუტინს საქართველოსთვის სხვა შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძე შეეცადა ნინო წილოსანისთვის აეხსნა რა დაუშავა რუსეთმა საქართველოს. ამისთვის ისტორიის წიგნიც კი მოუტანა საჩუქრად, მაგრამ გამოჩნდა თუ არა წითლიძე სხდომათა დარბაზში, წილოსანი გაიქცა.

_ ნინო წილოსანი საეჭვოდ გაქრა სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ რაც მე მივედი საჩუქრით. არა უშავს, ადგილზე დავუტოვე და კენჭისყრაზე რომ შემოვა დახვდება. ბოლომდე კითხვა რომ დაეზარებოდა ვიცოდი და მარკერით გავუხაზე მთავარი ამბები, _ აღნიშნა წითლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები