გაბრაზებულმა დემონსტრანტებმა გადაწვეს პრემიერ-მინისტრის სასახლე, ცეცხლი წაუკიდეს 70-ზე მეტი პოლიტიკოსის რეზიდენციასაც

სულ ნახვები : 51,917
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შრი-ლანკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამშაბათს ღამით 70-ზე მეტი პოლიტიკოსის სახლი და ოფისი გადაწვეს.  გადამდგარი პრემიერ-მინისტრის მაჰინდა რაჯაპაქსას და პრეზიდენტის გოტაბაია რაჯაპაქსას ოჯახის წევრების, ასევე ყოფილი მინისტრებისა და დეპუტატების სახლები დაიწვა მთლიანად ან ნაწილობრივ. გარდა ამისა, დაზიანდა 150-ზე მეტი მანქანა. 

არმიამ ხელი შეუშალა მომიტინგეებს,  ორშაბათს გადამდგარი პრემიერ მინისტრის მაჰინდა რაჯაპაქსას რეზიდენციის შეჭრაში. პოლიციამ განაცხადა, რომ სამშაბათს ღამით მათ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. 

მედია წერს, რომ აქციების გამო  წინა დღით გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა რეზიდენცია დატოვა. ის  თანამდებობიდან ორშაბათს ათწლეულების ყველაზე უარესი ეკონომიკური კრიზისის გამო ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე წავიდა.  

თუმცა, გადადგომამ მომიტინგეები  ვერ დაამშვიდა. ისინი პრეზიდენტის გადაყენებასაც ითხოვენ. პრეზიდენტი და გადამდგარი პრემიერი ძმები არიან. რაჯაპასკას ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ ჩართულნი მთავრობაში, მაგრამ აპრილის დასაწყისში კაბინეტის 26-ვე მინისტრმა თანამდებობა დატოვა. 

ქვეყანაში,  სადაც დაახლოებით 22 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების სასტიკი დეფიციტია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა