რუსეთში გუბერნატორები პოსტებს ტოვებენ - გადადგომის უჩვეულო ტალღამ გაოცება გამოიწვია

სულ ნახვები : 15,261
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთში გუბერნატორების გადადგომის უჩვეულო ტალღამ აჟიოტაჟი გამოიწვია. სამშაბათს, სულ ხუთმა რეგიონულმა ხელმძღვანელმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს,  რომ პოსტებს ტოვებენ.

ტომსკის, კიროვის, სარატოვის ოლქების და მარი ელის რესპუბლიკის გუბერნატორები უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ 10 მაისს მოულოდნელად განაცხადეს, ხოლო რიაზანის ოლქის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რეგიონის ხელმძღვანელის პოსტზე შემდეგი ვადით დამტკიცებისთვის საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს. 

გადადგომების ტალღამ არაერთი მოქალაქის გაოცება და სპეკულაცია გამოიწვია.

Telegram-ის საინფორმაციო სერვისის რუსულ არხებზე მომხმარებელი გაოცებას ვერ მალავენ. მოქალაქეებს აინტერესებთ,  უკავშირდება თუ არა რეგიონული  ხელმძღვანელებს გადადგომა უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

დასავლეთის სანქციების შედეგად ბევრი კომპანია გავიდა რუსეთიდან. ხალხი მასობრივად კარგავს სამსახურს. ეკონომიკური ფონი რუსეთში მძიმდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა