სამართალდამცავებმა ბიძინა ივანიშვილის გამო სოფელი ჩაკეტეს

სულ ნახვები : 10,986
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლის, ჭორვილას შესასვლელი ჩაკეტილია.

სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, სოფლის შესასვლელი მხოლოდ იმიტომ გადაიკეტა, რომ თბილისიდან ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსის გამართვა სურდათ.

,,აბა ომი გინდათ?! " - ამ და სხვა ლოზუნგების ფონზე, აქტივისტებმა აქცია მაინც გააკეთეს და სოფლის შესასვლელთან ყულაბა დადგეს, რომელშიც ხურდა ფულები ჩაყარეს და განაცხადეს, რომ ივანიშვილსაც დასჭირდება ხალხის დახმარება, ვინაიდან ის აუცილებლად მოხვდება სანქცირებულთა სიაში.

ამ მომენტისთვის ჭორვულაში სიმშვიდეა, ვინაიდან სამოქალაქო აქტივისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა