ჩეჩენმა მოხალისეებმა, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან, რუსული „სოლნცეპეკი“ აიღეს

სულ ნახვები : 23,764
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შეიხ მანსურის ბატალიონის ჩეჩენმა მოხალისეებმა, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან  რუსეთის წინააღმდეგ,  უკრაინის მოხალისეთა არმიის რიგებში, დიმიტრი იაროშის ხელმძღვანელობით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „სოლნცეპეკი“ დაიპყრეს. 

მებრძოლების მიერ  ტროფეის სახით აღებული  TOS-1A სისტემის ვიდეო ქსელში უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.  

‘’უკრაინის არმიას ასეთი დანადგარები არასდროს ჰქონია, ახლა უკვე რამდენიმეა აქვს’’- ამ თანდართული ტექსტით ვიდეო ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ დაპოსტა. 

კადრებში  ჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან ჩეჩენი ჯარისკაცები იარაღით ხელში მინდორში მდგარ TOS-1A-ს. ერთ-ერთი ყვირის: „დანებდი, რუსი ვანია, გხედავ!“.

მანამდე უკრაინულმა გამოცემა OBOZREVATEL-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა დაწვეს საკუთარი პოზიციები ზაპოროჟიეს მიმართულებით სოლნცეპეკის სისტემიდან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები