უკრაინამ ხიდი ააფეთქა - დაღუპულია ასობით რუსი ჯარისკაცი

სულ ნახვები : 25,814
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის არმიამ მძიმე დარტყმა მიაყენა რუს ოკუპანტებს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინის ჯარისკაცებმა მდინარე სივერსკი-დონეცის ბილოჰორივკას მახლობლად პონტონური ხიდის გადალახვა სცადეს. 

თუმცა უკრაინელმა მეომრებმა მათ ‘’თბილი’’ დახვედრა მოუწყეს.  რაშისტები ძლიერი  ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.  ხიდი მთლიანად დაინგრა, ათობით მანქანა დაიწვა ან ჩაიძირა მდინარეში. 

დამოუკიდებელი დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. 

უკრაინელმა ოფიცერმა ისაუბრა 1500 დაღუპულ რუს ჯარისკაცზე, მაგრამ ამ რიცხვის  დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება მედიას ამ დროისათვის არ აქვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები