UEFA-ს პრეზიდენტი რამდენიმე წესის შეცვლაზე ალაპარაკდა

სულ ნახვები : 62
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

UEFA-ს პრეზიდენტს ალექსანდერ ჩეფერინის ფეხბურთში რამდენიმე ამჟამინდელი წესი არ მოსწონს და მის შეცვლაზე ალაპარაკდა. ჩეფერინი განსაკუთრებით თამაშგარე მდგომარეობისა და ხელით თამაშის წესებით არის უკმაყოფილო.

„თავიდან ვიდეო-რეფერის სისტემა საკმაოდ ნელი იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა და გაცილებით დახვეწილია. VAR-ი სწრაფი გახდა და დინამიკას ხელს არ უშლის. სამაგიეროდ, ის ფაქტი, რომ თამაშგარე მდგომარეობა შესაძლოა მილიმეტრების გამო დაინიშნოს არ მომწონს. თუ ოდნავ დიდი ცხვირი ან ფეხი გაქვს, შესაძლოა, ამის გამო დაისაჯო. ასევე სადავოა ხელით თამაშის წესიც. ბოლომდე ვერავინ გაიგო რა დროს არის თამაშის წესის დარღვევა. ფიგუმ მითხრა, ახლა, რომ თამაშობდეს მცველს სპეციალურად ხელში მოარტყამდა ბურთს.  ეს წესი უნდა გადაიხედოს“, – განაცხადა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები