მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო

სულ ნახვები : 735
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის ევროპის ახალგაზრდული (21 წლამდე) ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე, მთავარ არენაზე, დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება და სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. მოწესრიგდება შიდა და გარე სივრცეები: გამოიცვლება სკამები, მინდვრის საფარი, არენის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გასახდელები. სტადიონზე განახლდება VIP ზონა და მედია ტრიბუნა.

მთავარ არენასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩატარდება მიხეილ მესხი 2-ზეც, სადაც შეიცვლება მინდვრის საფარი, მოწესრიგდება ტრიბუნა და გასახდელები. შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე მასშტაბური ასაკობრივი ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, 26 აპრილს, საქართველოს მთავრობამ „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“ დაამტკიცა.

სამუშაოების შესრულებას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.

პროგრამის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში მოხდება. ახალგაზრდული ევროპირველობისთვის, საერთო ჯამში 12 ობიექტი მოეწყობა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები