საქართველოს ნაკრების მატჩების დრო და ადგილი ცნობილია

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივნისის თვეში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგაში ოთხ მატჩს ჩაატარებს. დღეს საბოლოოდ გაირკვა იმ ქალაქებისა და სტადიონების ადგილი, სადაც ვილი სანიოლის გუნდი ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის პირველ მატჩის 2 ივნისი თბილისში, დინამო არენაზე გამართავს და გიბრალტარს უმასპინძლებს. მატჩის დაწყების დრო 20:00 საათია.

ამის შემდეგ სანიოლის კრებული ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში გადაინაცვლებს. ჩვენები 5 ივნისს რაზგრადში, ჰუვეფარმა არენაზე ბულგარელებს ესტუმრებიან, ხოლო 9 ივნისს სკოპიეში, ტოშე პროესკის სტადიონზე  – მაკედონიელებს.

ორივე მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

ივნისის მატჩებს საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში დახურავს – 12 ივნისს, დინამო არენაზე ისევ ბულგარელებს 20:00 საათზე დავუხვდებით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები