პირველად ქართულ სცენაზე, დონბასის ომის ქრონიკები - „ახმეტელის თეატრი“ პრემიერისთვის ემზადება

სულ ნახვები : 750
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

13, 14, 15 მაისს, 19 საათზე, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში პრემიერაა, უკრაინელი დრამატურგის - ნატალია ვოროჟბიტის პიესა „ცუდი გზები“ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა- რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. პიესა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდა.

სპექტაკლში დონბასის ომის ქრონიკები და ადამიანების ტრაგედიაა გადმოცემული - ის, თუ როგორ შეიძლება ომმა ჩვენს გარშემო ყველა და ყველაფერი შეცვალოს...

„ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით დონბასს, გადაყირავებულ და გადაბუგულ სახლებს ჩავუარეთ, გზები დანგრეულია და მე ვფიქრობ - როგორი გაუბედურებულია ყველაფერი ..“

თარგმანი გიორგი ყაჯრიშვილისა, ტექსტის სცენური ვერსიის  ავტორი - ოთარ ქათამაძე

რეჟისორი - ირაკლი გოგია; მხატვრები: ანა ქობულაშვილი,ირაკლი ბილისეიშვილი,

რეჟისორის ასისტენტი - გიორგი ყაულაშვილი

პროექტისათვის სპეციალურად იმუშავა ირანელმა კომპოზიტორმა მეჰრან მირმირიმ.

მონაწილეობენ: სოფია სებისკვერაძე, გიორგი გასვიანი, ოთო ჩიქობავა, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, თეკლა სულაქველიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა