2 დღე რომ დარჩენილიყო სააკაშვილი ციხეში, მერწმუნეთ, აღარ იქნებოდა - გიორგი ჩახუნაშვილი

სულ ნახვები : 348
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მან კლინიკა „ვივა მედთან" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს საჭირო გამოკვლევები.

„ჩვენ ვამბობთ, რომ პიროვნება არის ძალიან ცუდად. მოსახლეობამ ვერ გაითავისა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, ამის გამო არის მოთავსებული აქ. შემდგომი სვლები რა უნდა იყოს, პირველი, სასწრაფოდ უნდა დაჩქარდეს მისი კვლევა, პარალელურ რეჟიმში უნდა ჩამოდიოდეს ექსპერტთა ჯგუფი საზღვარგარეთიდან და უნდა იყოს რეანიმაციული ვერტმფრენი მომზადებული, რომ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ყველას მოგმართავთ, ადამიანი არის ძალიან მძიმედ, ახლა არ ვიცი კლინიკის შიგნით რას იტყვიან და როგორ ჩვენი კოლეგები, მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილი რომ აღარ არის, კადრებშიც ხომ დაინახეთ. როგორ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილს ორი სიტყვა არ ეთქვა ხალხისთვის. ვნახოთ, რას გვეტყვის ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევები. ახლა არის სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლა, რომელიც უნდა მოვიგოთ. 2 დღე რომ დარჩენილიყო მიხეილ სააკაშვილი, მერწმუნეთ, აღარ იქნებოდა", - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები