საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას რიგაში ესტუმრება

სულ ნახვები : 59
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

1 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე უკრაინას უნდა სტუმრებოდა. თუმცა, იქ რა სიტუაციაა, ყველას კარგად მოეხსენება. შედეგად ეს მატჩი სადმე სხვაგან უნდა ჩატარდეს. დიდი ალბათობით, ეს რიგა იქნება.

ლატვიის დედაქალაქი ისედაც მოიაზრებოდა ერთ-ერთ ვერსიად, მაგრამ ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინელთა იქაური თავკაცი, აინარს ბაგაცკისი იქნება, რომელიც საკუთარ გუნდს მშობლიურ გარემოში ათამაშებს და გულშემატკივართა მხარდაჭერა ექნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან, სადაც ჩვენებისა და უკრაინელების გარდა ესპანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებიც არიან, გასულები არიან. თუმცა, მთავარია ქულების დიდი მარაგით გადავიდნენ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაიუმჯობესონ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები