საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2 077.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები