სტანისლავ ბილენკი: ქართველი ხალხი მხარს გვიჭერს

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის დინამო უკრაინელმა ფორვარდმა სტანისლავ ბილენკიმ საკუთარი ქვეყნის მედიასთან ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„საქართველოს მოსახლეობა მხარს გვიჭერს. ჩვენი ქვეყნის გამო ძალიან ღელავენ და ნერვიულობენ. ყველაზე კარგად ესმით, რაც ხდება დღეს ჩვენთან, რადგან, 2008 წელს, დაახლოებით მსგავსი რამ გამოიარეს. მესმის მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები და სურვილის გამოხატვა იმისა, რომ ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდეს“, – ამბობს ბილენკი.

23 წლის ფეხბურთელი დინამოს 2022 წლის იანვარში შეუერთდა. საქართველოს ეროვნულ ლიგაში უკვე ითამაშა 12 მატჩში – გაიტანა ოთხი გოლი და ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები