პუტინმა მისი მეგობარი ქალის ყოფილ საყვარელზე ქართველ შალვა მუსელიანზე ძებნა გამოაცხადა

სულ ნახვები : 16,408
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა (39) ვლადიმერ პუტინის საყვარელია (69). მაგრამ კრემლის უფროსთან სასიყვარულო რომანის წამოწყებამდე ის ქართველ შალვა მუსელიანთან იყო ურთიერთობაში.

ახლა, რუსეთში კაბაევას ყოფილ შეყვარებულზე ძებნა გამოცხადდა. შალვა მუსელიანს, რომელიც 2000-იან წლებში ხვდებოდა ტანმოვარჯიშეს, პატიმრობა ემუქრება.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, მას ბრალი ედება არქტიკულ სტრატეგიულ პორტში უსაფრთხოების საბოტაჟში „ქრთამის აღების სკანდალში“.

კერძოდ, მუსელიანს არქტიკის ეროვნული გვარდიის ძალებისთვის თოვლმავლების, ჯიპების და ჩქაროსნული კატარღების მიწოდებაში ქრთამის აღებას ედავებიან.

დანაშაული მას ბრალად ედება რუსეთის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკობის დროს. უწყება, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება პუტინს.

კაბაევას ყოფილს ევალებოდა „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უსაფრთხოების ზომები“.  მუსელიანის ძებნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული გაზეთი „კომერსანტიც“ ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამოძიებამ - რომელსაც ხელმძღვანელობდა პუტინის უნივერსიტეტის ყოფილი თანაკურსელი - დაასკვნა, რომ პოლკოვნიკი შალვა მუსელიანი იყო ის, ვინც მოაწყო სახელმწიფო სახსრების ქურდობა, იტყობინება რუსული გაზეთი „კომერსანტი“.

დასავლური მედია კი წერს, რომ პოლკოვნიკი შალვა მუსელიანი საზღვარგარეთ გაიქცა. ის რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ ვერ იპოვა. მას მოსკოვში ექსტრადიცია ემუქრება. კაბაევა და მუსელიანი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ. დაშორების შემდეგ მათ პირობა დადეს, რომ „მეგობრებად დარჩებოდნენ“.

კაბაევა ახლა რუსეთშია. ამბობენ, რომ რამდენიმე წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა. გავრცელებული ცნობებით, მან რამდენიმე წლის წინ, შვეიცარიის ქალაქ ტესინში ვლადიმერ პუტინის ვაჟი დაიბადა.

ამის შესახებ გამოცემა SonntagsZeitung წერს. შვეიცარიული გაზეთის ცნობით, ბავშვი ლუგანოს კლინიკაში სანტ ანნაში გაჩნდა,  შვეიცარიელი ექიმის მიერ. როგორც ამბობენ, იგივე გინეკოლოგი იმყოფებოდა მოსკოვში 2019 წელს, როდესაც პუტინს და კაბაევას კიდევ ერთი შვილი შეეძინათ.

მიხეილ ხაჩიძე, CNews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა