ირაკლი ღარიბაშვილი - არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში

სულ ნახვები : 93
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა რუსეთის ფედერაციასთან უკვე 3-ჯერ იომა, შეიძლება ასე ითქვას”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს.

„ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ეს არის უპირველესი საფუძველთა საფუძველი. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი არ იქნება. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა რუსეთის ფედერაციასთან უკვე 3-ჯერ იომა, შეიძლება ასე ითქვას. დაწყებული 90-იან წლებში, შემდეგ შიდა ომი, სამოქალაქო ომი, ათასი უბედურება გადავიტანეთ. შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია და დღემდე ეს გრძელდება.

ამას ჩვენ კარგი ანალიზი თუ არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ ეს უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა გავაგრძელეთ, მათ შორის, შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა იქნება, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში. პირიქით, იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები