არსებული სიტუაციით რისკავს ყველა - იაგო ხვიჩია სააკაშვილზე

სულ ნახვები : 273
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან და ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის“ - პარტია ,,გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კვლავ განაგრძობს იმაზე საუბარს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია უნდა გაუქმდეს. 

მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური პროცესებისთვის და უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის ერთადერთი გზაა. 

„იმის შემდეგ, რაც სასამართლო განაჩენები კანონიერ ძალაში შევა, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება. ეს ძალიან გამართული გზაა, უბრალოდ შუაში საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან და ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის.

როცა ჩვენ თავიდანვე ვამბობდით იმას, რომ საჭირო იყო მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა, ირონიულად გვიყურებდნენ, ახლა კი, აღნიშნული მოთხოვნით თავად გზას კეტავენ. არსებულის აღიარება არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა“, - განაცხადა ხვიჩიამ. 

მისი შეფასებით, მმართველი გუნდიც და თავად მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დიდ რისკზე მიდიან, რადგან შეიძლება მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. 

„არსებული სიტუაციით რისკავს ყველა, მათ შორის რისკავს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობითა და თავისუფლებით, ასევე რისკავს „ქართული ოცნება“ იმ თვალსაზრისით, რომ არავინ იცის, რა მოხდება, რადგან შექმნილ რეალობაში სააკაშვილი შეიძლება, მართლაც მძიმედ გახდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 12 მაისს მულტიპროფილურ კლინიკა ,,ვივამედში“ გადაიყვანეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა