ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ

სულ ნახვები : 68
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას განცხადებას,  იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

 ღარიბაშვილის თქმით, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს.

„არ არის საინტერესო შეკითხვა. მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ასე რომ, მანამდე გთხოვთ, რომ მადროოთ, ამდენი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები