პროტესტი გორში - ნაცმოძრაობამ საკრებულოს სხდომა დატოვა

სულ ნახვები : 279
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გორის საკრებულოში პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. 

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ბექა ქორჩილავას განცხადებით, ისინი სხდომაზე ლადო ხინჩეგაშვილის მისვლას ელოდნენ, რადგან მასთან კითხვები ჰქონდათ. 

"მოლოდინი გვქონდა, რომ გორის მერი მოვიდოდა სხდომაზე, ბოლო დროს გახმაურებული საქმეებზე, როგორიცაა ბიტკოინების საქმე და ბიუჯეტის ფლანგვასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ”, მხოლოდ ბუღალტერს დააბრალა. გარდა ამისა გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა გორის მერთან, თუ რატომ არ ხორციელდება ის დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ჰპირდებოდა ხალხს,  საბოლოოდ მივიღეთ, ის რომ გვყავს დამალული გორის მერი", – განაცხადა ბექა ქორჩილავამ. 

საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის მარლენ ნადირაძის განცხადებით, მერს აუცილებელი ვალდებულება არ აქვს, რომ სხდომას დაესწროს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა