ხატია დეკანოიძე: საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ არის

სულ ნახვები : 78
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ხატია დეკანოიძე ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს.

დეკანოიძის თქმით,  ხელისუფლებამ უნდა განმარტოს რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული.

დეკანოიძე შემაშფოთებლად მიიჩნევს იმას, რომ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინა და მოლდოვა მონაწილეობენ, საქართველო წარმოდგენილი არ არის.

დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რატომ არ იყო მიწვეული, ხოლო თუ მიიწვიეს, რატომ არ წავიდნენ.

"საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ არის, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ იგივე უსაფრთხოების გამოწვევები გვაქვს, იგივე ოკუპაცია გვაქვს და რა თქმა უნდა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც აქვთ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, ერთად უნდა იყვნენ.

შემაშფოთებელი საკითხია და იმედია, ხელისუფლება განმარტებას გააკეთებს – რატომ ხდება, რომ უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები „დიდი შვიდეულის“ შეკრებაზე იმყოფებიან და იქ საქართველოს წარმომადგენელი არ არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები