საქართველოს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე არ მიიწვიეს

სულ ნახვები : 287
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის“ - პარტია ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას განცხადებით ,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე საქართველოს არ მიწვევა ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პრორუსული ნარატივი ყველასთვის შესამჩნევია, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით ძირს უთხრის. 

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. ჩვენ ყველა ვაკვირდებით ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკას, რომელიც წლებია მიმდინარეობს და რომლის ზიანიც გაღრმავდა, ბუნებრივია, ამ ბოლო პერიოდში. უკვე შედეგები გვაქვს - შედგა შვიდეულის შეხვედრა გერმანიაში და ამ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო მიმდინარე მოვლენები პუტინის აგრესიის ფონზე, რეაქცია დასავლეთის, თავისუფალი სამყაროს, მისი პოლიტიკა შემდგომში ამ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, დახმარება ყველა იმ ქვეყნის, რომელსაც ემუქრება საფრთხე და ბუნებრივია, ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მიწვეული იყო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვინ არ იყო მიწვეული? არ იყო მიწვეული საქართველოს ხელისუფლება. ეს სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის კურსის შედეგად. ნდობა ამ რეჟიმის მიმართ, რომ ის ამ დაპირისპირებაში პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის არის თავისუფალი სამყაროს მხარეს, არ არსებობს. მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის ანუ, ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად.

ყველამ იცით, რომ ამერიკამ მოაწერა ხელი „ლენდ ლიზის“ ისტორიულ დოკუმენტს უკრაინის დასახმარებლად პირველ რიგში, რადგან ის აქტიურ საომარ მოქმედებებშია და იცავს თავს პუტინის აგრესიისგან. ამასთან ერთად იქ არის გარკვეული დახმარება სხვა ქვეყნებზეც. ჩვენს მედიაშიც გავიდა, რომ საქართველო საბედნიეროდ მოხსენიებული არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით ამ დოკუმენტს ვნახავთ, რომ პირველი და უდიდესი ნაწილი ამ დახმარების არის უკრაინა, შემდეგ მოდის მოლდოვა და შემდეგ უკვე საქართველო არის მოხვედრილი თავში, რომელსაც ჰქვია კავკასია. ასეთი რამე წლების წინ იყო წარმოუდგენელი. წლების წინ მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად დაშორებულები ვართ თავისუფალი სამყაროს ცენტრებს, ეს ჩვენი ბუნებრივი მინუსია ამ კონკურენციაში შეიძლება ითქვას, საქართველო ყოველთვის იყო წინა რიგებში და ცალკე განიხილებოდა, არა როგორც კავკასიის ნაწილი უბრალოდ“, - განაცხადა ბოკერიამ. 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა