პოლონეთში მზად არიან, თვითმფრინავი გამოგზავნონ და წაიყვანონ სააკაშვილი - გიული ალასანია

სულ ნახვები : 351
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს  მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" გიული ალასანია მივიდა.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას მისი შვილის ნახვის ნებართვა აქვს.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ნახვის ნებართვა ასევე, მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს აქვს და სავარაუდოდ, ისინი სააკაშვილის სანახავად ერთად შევლენ.

"გუშინვე ვიცოდით, რომ ნიკოლოზ ყიფშიძესაც და მეც შეგვიშვებდნენ. არ ვიცი ვისთან მივიდა [ნიკოლოზ ყიფშიძე], მაგრამ ფაქტია, რომ ნებართვა ორივეს გვაქვს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ალასანია აღნიშნავს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს.

ალასანიამ ასევე, პოლონეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის საქართველოდან წასაყვანად მზად არიან.

"მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის", - აღნიშნა ალასანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა